ფოტო
დამხმარე ბუღალტერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-04-17 - 2026-05-18
GMC Motors ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სასოფლო სამეურნეო სფეროს ტექნიკის იმპორტი-რეალიზაცია და უკვე 15 წელზე მეტია ლიდერულ პოზიციებს იკავებს. GMC Motors დღეს მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს პოზიციებს. კომპანია აღიარებულია, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და რჩება იმ გუნდად, რომელიც მუდამ იზრდება და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს. კომპანია ვაკანტურად აცხადებს დამხმარე ბუღალტრის პოზიციას.  ძირითადი მოვალოებები: საბანკო ამონაწერების პროგრამაში ატვირთვა; მიღებულ ზედნადებებზე გადახდების მომზადება; პირველადი საბუღალტრო ოპერაციების მომზადება; საწვავის, მივლინებებისა და მომსახურეობების აღრიცხვა; ანგარიშგებების მომზადება; საქონლის ჩამოწერა და აქტების გაფორმება; სადისტრიბუციო დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა; და სხვა ბუღალტრული დოკუმენტების მომზადება. აუცილებელია: პროგრამა FINA-ს და 1C-ის ცოდნა.  სახელფასო ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი  მისამართი: კახეთის გზატკეცილის მე12კმ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:00, შაბათი 9:30-14:30
სათადარიგო ნაწილების გაყიდვების სპეციალისტი (Spare Parts Salesperson)
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-04-17 - 2026-05-18
კომპანიის შესახებ  GMC Motors — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol, Zoomlion და სხვა გლობალური მწარმოებლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. GMC Motors ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით.  პოზიციის მიზანი  სათადარიგო ნაწილების გამყიდველის მიზანია მომხმარებლებისთვის სათადარიგო ნაწილების პროფესიონალური კონსულტაციისა და გაყიდვების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და კომპანიაში არსებული მარაგების ეფექტური გამოყენებით. მთავარი ამოცანაა გაყიდვების ზრდა, მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.  ძირითადი მოვალეობები  მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და სათადარიგო ნაწილების შერჩევაში დახმარება;  კატალოგების, პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების გამოყენება შესაბამისი ნაწილის მოსაძებნად;  შეკვეთების მიღება და გაყიდვების დოკუმენტაციის მართვა;  მარაგების მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია ხელმძღვანელთან გაზიარება;  მომწოდებლებთან და საწყობთან კოორდინაცია;  გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა არსებული და ახალი კლიენტების მოზიდვით;  მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;  ანგარიშგება გაყიდვების შედეგებზე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები  საშუალო ან უმაღლესი განათლება (ტექნიკური ან კომერციული მიმართულებით სასურველია);  მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სათადარიგო ნაწილების გაყიდვებში ან მსგავს სფეროში;  სასურველია საავტომობილო ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების ცოდნა;  საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Word);  ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;  კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.  საჭირო უნარ-ჩვევები  ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან მუშაობის უნარი;  გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;  მოლაპარაკების უნარი;  ყურადღება დეტალებისადმი და დროის მართვის კარგი უნარი;  გუნდურობა და პოზიტიური დამოკიდებულება.  ჩვენ გთავაზობთ  სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;  პროფესიული ზრდის შესაძლებლობას GMC Motors-ის გუნდში;  კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას გაყიდვების შედეგებზე დაყრდნობით;  სამედიცინო დაზღვევას და კორპორაციულ ბენეფიტებს;  მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. 
საწყობის მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-04-17 - 2027-05-17
GMC Motors, საქართველოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის სექტორში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს გამოცდილ პროფესიონალს.   ძირითადი მოვალეობები:   საქონლის სრული ციკლის ორგანიზება - მიღება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება, განთავსება, შენახვა, გაცემა. შიდა და გარე შეკვეთების დროული დამუშავება.   მარაგისა და ინვენტარის კონტროლი - აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, შევსების პროცესის კოორდინაცია, პერიოდული ინვენტარიზაცია.   ლოგისტიკური კოორდინაცია - ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესების მართვა, რეგიონებში გადაზიდვების გრაფიკის დაგეგმვა, სატრანსპორტო მომწოდებლებთან ურთიერთობა.     საწყობის სივრცის ოპტიმიზაცია - განთავსების ლოგიკის გადახედვა, ფართის ეფექტური გამოყენება.   დოკუმენტაცია და ანგარიშგება - ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვენტარიზაციის ანგარიშების წარმოება. ERP / საწყობის მართვის პროგრამაში მონაცემთა სიზუსტე.   ხელმძღვანელობისთვის რეგულარული რეპორტები - ნაშთები, ბრუნვა, დანაკარგები, დაზიანებები.     აუცილებელი:   •საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება •მარაგის მართვის და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა •1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება •MS Office სამომხმარებლო დონეზე •ორგანიზებულობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა უპირატესობად განიხილება: •უმაღლესი ან პროფესიული განათლება •ტექნიკური პროდუქციის (ავტონაწილები, აგრო ან სამშენებლო ტექნიკა) საწყობში მუშაობის გამოცდილება •კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება •სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა •ცვლილებებზე მორგების და განვითარებაზე ორიენტაცია   სამუშაო პირობები   ანაზღაურება: 2 000 – 3 000 ლარი  •ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მე-12 კმ •დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი •გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00; შაბათი, 09:30–13:00 (1-საათიანი შესვენების ჩათვლით) •გამოსაცდელი ვადა: 6 თვე