კომპანიის შესახებ
GMC Motors — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol, Zoomlion და სხვა გლობალური მწარმოებლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. GMC Motors ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით.
პოზიციის მიზანი
სათადარიგო ნაწილების გამყიდველის მიზანია მომხმარებლებისთვის სათადარიგო ნაწილების პროფესიონალური კონსულტაციისა და გაყიდვების უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხის მომსახურებითა და კომპანიაში არსებული მარაგების ეფექტური გამოყენებით. მთავარი ამოცანაა გაყიდვების ზრდა, მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების მიღება, კონსულტაცია და სათადარიგო ნაწილების შერჩევაში დახმარება;
- კატალოგების, პროგრამებისა და მონაცემთა ბაზების გამოყენება შესაბამისი ნაწილის მოსაძებნად;
- შეკვეთების მიღება და გაყიდვების დოკუმენტაციის მართვა;
- მარაგების მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია ხელმძღვანელთან გაზიარება;
- მომწოდებლებთან და საწყობთან კოორდინაცია;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა არსებული და ახალი კლიენტების მოზიდვით;
- მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- ანგარიშგება გაყიდვების შედეგებზე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო ან უმაღლესი განათლება (ტექნიკური ან კომერციული მიმართულებით სასურველია);
- მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სათადარიგო ნაწილების გაყიდვებში ან მსგავს სფეროში;
- სასურველია საავტომობილო ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Word);
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
საჭირო უნარ-ჩვევები
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან მუშაობის უნარი;
- გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალებისადმი და დროის მართვის კარგი უნარი;
- გუნდურობა და პოზიტიური დამოკიდებულება.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას GMC Motors-ის გუნდში;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას გაყიდვების შედეგებზე დაყრდნობით;
- სამედიცინო დაზღვევას და კორპორაციულ ბენეფიტებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.