თანხმობა

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და მეკუთვნის მე. ამასთან, ვაცხადებ თანხმობას ჩემ მიერ (მათ შორის, რეზიუმეში) მითითებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს ჯიემსი მოტორმა GMC Motors (ს/კ: 404447103) და მათ შორის, უფლებამოსილი პირ(ებ)ის მეშვეობით, არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

ამასთან, თანახმა ვარ, ჩემ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები გაზიარდეს Microsoft Azure Cloud სისტემაში შემავალ პლატფორმებში, რომელსაც იყენებს შპს ჯიემსი მოტორსი GMC Motors. ჩემთვის ცნობილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ, მათ შორის ინფორმირებული ვარ, რომ მაქვს უფლება ნებისმიერ დროს გავიხმო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა ჩემი მონაცემების დამუშავების შესახებ. წინამდებარე თანხმობის გამოხმობა არ გამოიწვევს თანხმობის გახმობამდე, აღნიშნული თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო კომპანიას ელ-ფოსტაზე: hr@eg.ge

შპს ჯიემსი მოტორსი GMC Motors დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. შპს ჯიემსი მოტორსი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.