სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

GMC Motors — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი მოწინავე იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol-ის, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით. GMC Motors აღიარებულია როგორც საერთაშორისო ისე ლოკალურ ბაზარზე უამრავი ბიზნეს-რეიტინგებითა და დაჯილდოებებით.

 

პოზიციის მიზანი

სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი პასუხისმგებელია გაყიდული ტრაქტორების და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომზადებაზე, შემოწმებაზე და საბოლოო ჩაბარებაზე მომხმარებელთან.
მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს, რომ თითოეული მანქანა გაიცეს სრულად გამართულ, მოწესრიგებულ და უსაფრთხო მდგომარეობაში, რაც ქმნის GMC Motors-ის მაღალ სანდოობას და კლიენტის კმაყოფილებას.

 

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდული ტრაქტორისა და სხვა ტექნიკის ტექნიკური შემოწმება;
  • ზეთის, ფილტრების და საჭირო სხვა სერვისული ნაწილების შეცვლა;
  • ახალი ტრაქტორის აწყობა, ნაწილების შერწყმა და დაკომპლექტება გაყიდვამდე;
  • ვიზუალური და ფუნქციური დათვალიერება ტექნიკის ჩაბარებამდე;
  • ტექნიკის დამუშავება, გაწმენდა და მომზადება კლიენტთან გადაცემამდე;
  • გამოვლენილი მცირე დაზიანებების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში სერვისის უფროსთან კომუნიკაცია;
  • ტექნიკის დოკუმენტაციის შემოწმება და გადაცემა გაყიდვების გუნდთან კოორდინაციით;
  • ყველა შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა ბაზაში (მოტოსაათი, თარიღი, პასუხისმგებელი პირი);
  • სამსახურებრივი ხელსაწყოების და სამუშაო ადგილის მოწესრიგება და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკის ან ტრაქტორების სერვისში/მომზადებაში;
  • ტექნიკური ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ან სამშენებლო ტექნიკის სფეროში;
  • ტრაქტორის ნაწილების ცოდნა და მათი აწყობის უნარი;
  • კატალოგებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენების უნარი;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);

 

საჭირო უნარ-ჩვევები

  • დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პრობლემის ანალიზისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილური დასაქმება წამყვან საერთაშორისო ბრენდთან – GMC Motors;
  • ბონუსური სისტემა შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა სერვისის მიმართულებით;
  • ტრენინგები და ტექნიკური სწავლებები საქართველოში და უცხოეთში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა კორპორატიული ბენეფიტები;
  • პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო და განვითარებად გარემოში.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!